Book Now

ღირს შესანიშნაობები

სასტუმრო Lux Palace განთავსებულია ქუთაისში, ქალაქში, რომელიც ადრეულ ხანაში იყო საქართველოს დედაქალაქი. ამასთანავე ითვლება მსოფლიოს ერთ-ერთ უძველეს ქალაქად. ის აღმოცენდა ადგილზე, რომელიც ითვლებოდა ყველაზე საუკეთესოდ და ყველაზე მოსავლიანად მთელ ქვეყანაში. საუკუნეების განმავლობაში აქ ცხოვრობდნენ დღევანდელი საქართველოს მმართველები / ქუთაისი ქალაქია, რომელიც არ შეიძლება გამოტოვოთ, თუ თქვენ მოგზაურობთ საქართველოში. აქვე გახლავთ საუკეთესო ბაზა ადგილობრივი ღირსშესანიშნაობათა შესასწავლად. ქვემოთ ჩვენ ჩამოგითვლით ძირითად ღირსშესანიშნაობებს რომ დარწმუნდეთ ქუთაისი არა მარტო შესანიშნავი სატრანზიტო პუნქტია, არამედ ფლობს ასეთ ღირსშესანიშნაობებს, რომლებიც გამო ღირს შეიცადო აქ ერთ დღეზე მეტ ხანს.

პრომეთეს მღვიმე

არც ისე დიდი ხნის აღმოჩენილია. ტურისტებისათვის მღვიმე სულ რამდენიმე წლის წინ შეიქნა. საქართველოში ერთადერთი მიწისქვეშა მდინარის და გამოქვაბულის ულამაზესი ერთიანობა გახლავთ სწორედ ის ღირსშესანიშნაობა, რომლითაც ქუთაისმა სახელი გაითქვა მსოფლიოში. ლამაზად განათებულ გაბრწყინებული და შესანიშნავად დაცული ტურისტული მარშრუტები მღვიმეში ისეთ წარმოდგენას ქმნის, თითქოს თქვენ მოხვდით ზაპრულ სამყაროში. ტურისტებისათვის დასათვალიერებელი მარშრუტის სიგრძე 1420 მეტრია. დამატებითი თანხის გადახდის შემდეგ თქვენ შეგიძლიათ ნავით იცუროთ მიწისქვეშა მდინარეში, რის შემდეგაც თვითეულ თქვენგანს მთელი სიცოცხლის განმავლობაში მეხსიერებაში შემოგრჩებათ უნიკალური მოგზაურობის სიზმრისებური სინამდვილე.
Lux Palace თქვენი სურვილის შესაბამისად შეუძლია ორგანიზება გაუკეთოს ინდივიდუალურ ან ჯგუფურ ექსკურსია-მოგზაურობას ამ შესანიშნავ ადგილებში.


სვანეთი და მესტია

სვანეთი გახლავთ მხარე, რომელიც განკარგულია კავკასიის მთებს შორის, სადაც ცხოვრობენ სვანები. ეს გახლავთ მსოფლიოში ერთ-ერთი ადგილი, სადაც ცივილიზაცია ყველაზე გვიან შევიდა და ულამაზესი თვალსამზერი პეიზაჟები ბოლო ათასწლეულებში შეიქნა ფორმირებული. აქ ხალხი ახლაც ქვის სახლებში ცხოვრობს. სვანების შესახებ მხოლოდ მეცხრამეტე საუკუნეში შეიქნა ცნობილი, უმრავლეს რეგიონებში ელექტროენერგია გაყვანილი იქნა მესამე ათასწლეულის დასაწყისში. მესტია ითვლება ყველაზე საინტერესო და თვალსაამურა ადგილად მთელს კავკასიაში. ფეხითმოსიარულეთა მოგზაურობამ დიდი რეპუტაცია შეიძინა არა მარტო ევროპაში. Lux Palace თქვენი სურვილის საფუძველზე ორგანიზებას გაუკეთებს ინდივიდუალურ, გნებავთ ჯგუფურ ექსკურსიებს ამ საოცარ ულამაზეს ადგილებში, რომელიც შეტანილია იუნესკოს მსოფლიო მემკვიდრეობის სიაში.


ბაგრატის ტაძარი

ბაგრატის ტაძარი აღმართულია ქუთაისის განაპირა მაღლობზე მდინარე რიონის ნაპირას, რომელიც აშენდა მეთვრამეტე საუკუნის დასაწყისში. ჩრდილოეთის კედელზე აქვს წარწერა, რომელიც გვაუწყებს, რომ ტაძრის მშენებლობა დასრულდა 1003 წელს. 1692 წელს ტაძარი ააოხრეს და ააფეთქეს თუექებმა, რომლებიც შემოიჭრნენ იმერეთის სამეფოში. საქმიანობა, რომელიც დაკავშირებული იქნა ტაძრის შენარჩუნება – რეკონსტრუქციაზე, არქეოლოგიურ შესწავლაზე დაიწყო 1952 წელს და გაგრძელდა 2012 წლამდე. 1994 წ. ბაგრატის ტაძარი და გელათის მონასტერი შეტანილი იქნა იუნესკოს მსოფლიო მემკვიდრეობის სიაში.
Lუხ Pალაცე თქვენი სურვილის მიხედვით მოაწყობს ინდივიდუალურ ან ჯგუფურ ექსკურსიებს ამ შესანიშნავი ადგილის დასათვალიერებლად.


ბათუმი

ბათუმი ერთ-ერთი უძველესი ქალაქია საქართველოში, რომელიც ქვეყნის სამხრეთ- დასავლეთით მდებარეობს. ეს გახლავთ ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი პორტი შავი ზღვის სანაპიროზე და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის დედაქალაქი.
ქუთაისიდან ბათუმისკენ მიმავალი გზით საღამოხანს მიდიხარ და შორიდან გახედავ ელნათურებით გაჩირაღდნებულ ბათუმის თვალსაწიერს – იფიქრებ, რომ მოხვდი სხვა სამყაროში, კავკასიის დუბაიში! ბათუმი მიგიპატიჟებთ ზღაპრულ პლიაჟებზე და კაზინოებში, რომლებიც რეგიონში ყველაზე მეტი აქაა. ბათუმი შავი ზღვის ერთ-ერთი ყველაზე ცხელი კურორტია.
Lუხ Pალაცე მოგიწყობთ ინდივიდუალურ ან ჯგუფურ მოგზაურობებს ამ საოცარი ქალაქის მოსანახულებლად.


ოკაცეს კანიონი


OBEN