Book Now

ჩვენს შესახებ

ჩვენი ახალი 3-ვარსკვლავიანი სასტუმრო გამოირჩევა განსაკუთრებული სტუმართმოყვარეობითა და უნიკალური დამოკიდებულებით.
ის მდებარეობს რკინიგზის სადგურისა და ქალაქის ცენტრის ახლოს, საქართველოს პარლამენტის მახლობლად, რომელიც განთავსებულია სწორედ ქუთაისში. სასტუმრო ყველაზე ახლოა საერთაშორისო აეროპორტთან ვიდრე ქალაქში არსებული სხვა სასტუმროები. ჩვენ გთავაზობთ ტრანსფერს აეროპორტიდან ხელმისაწვდომ ფასებში. მომაჯადოებული ინტერიერი, საუნა, მადის აღმძვრელი სამზარეულო, უფასო ინტერნეტი. ჩვენი მოსამსახურე პერსონალი გააკეთებს ყველაფერს, რათა თქვენს მიერ სასტუმროში გატარებული პერიოდი დარჩეს სასურველ მოგონებად და უპასუხებენ თქვენს ნებისმიერ შეკითხვას ქალაქისა და მისი ღირსშესანიშნაობების შეახებ. აგრეთვე ორგანიზებას გაუკეთებთ ინდივიდუალურ ან ჯგუფურ ექსკურსიებს თქვენივე სურვილისამებრ ქალაქის ისეთ ღირსშესანიშნავ ადგილებში, როგორიცაა პრომეთეს მღვიმე. ჩვენ ექსკურსიებს ვატარებთ ქართულ, რუსულ, ინგლისურ, თურქულ და ბერძნულ ენებზე.
TOP